აბაზანის კარები
შიდა კარი როგორც ვიზუალურად, ასევე დანიშნულების მიხედვით უნდა შეესაბამებოდეს გარემო პირობებს და ასრულებდეს განკუთვნილ ფუნქციებს.
მშვიდი, მყუდრო და კომფორტული ატმოსფერო აუცილებელია საძინებელი ოთახისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ხმის იზოლაცია. ამ ატმოსფეროს შესაქმნელად უნდა შეარჩიოთ არამყვირალა ფერის კარები, რომელსაც ნაკლებად ექნება შუშის ჩანართები. საუკეთესო ვარიანტია მყარი მასალის, მასიური კარი, რომელიც ახშობს ხმას სხვა ოთახებიდან;
სააბაზანო ოთახისთვის შეარჩიეთ ნესტგამძლე მასალისგან დამზადებული კარი. ყველაზე გავრცელებული მასალა აბაზანის კარისთვის არის ლამინირებული მერქნბურბუშელას ფილა, რომელსაც უნდა ჰქონდეს ტენიანობისგან დამცავი სპეციალური დაფარვა. პოპულარობაში ტოლს არ უდებს საშუალო სიმკვრივის მერქნბოჭკოვანი ფილისგან დამზადებული კარები (MDF).