გთავაზობთ, ნებისმიერი სახის ცენტრალური გათბობის ქვაბებისა და წყლის გამაცხელებლების შეფუთვას მეტალო-პლასტმასითა და სენდვიჩით, რაც დაიცავს თქვენს ქვაბს სიცივისგან.
გათბობის ქვაბის კარადა უზრუნველყოფს ქვაბის თბოიზოლაციას. კარადის შიგნით არსებულ სივრცეში მყარდება შესაბამისი მიკროკლიმატი, რაც იცავს ქვაბს გაყინვისგან ზამთარში და გადახურებისგან ზაფხულში.
გარდა ქვაბის დაცვისა, მილებისა და ქვაბის კარადაში „ჩამალვით“ აივნის ესთეტიკაზეც იზრუნებთ და თუ თქვენი აივნის ფართობი საშუალებას იძლევა, კარადის შიგნით დაამონტაჟებთ თაროებს და სახლს ათასგვარი ზედმეტი ნივთისგან განტვირთავთ.